ლუბლიანაზე, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ექიმის კომენტარი და დაკავებულის ძმის განცხადება

გვიან ღამით გაწერეს კლინიკიდან ლუბლიანას ქუჩაზე დაჭრილი ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან სახეში ესროლა. ექიმების განმარტებით, დაშავებულს ოპერაცია ჩაუტრდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა ზედა ტუჩის არეში, კბილის გვირგვინის მოტეხილობა, პაციენტს ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება, ჭრილობა გაიკერა, სიცოცლისთვის საშიში მდგომარეობა ამ დროისთის არ არის“- განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას მკურნალმა ექიმმა.

რაც შეეხება პოლიციასთან დაპირისპირებისას დაჭრილ თავდამსხემლს, "კურიერის" ინფრომაციით, ის ყოფილი პოლიციელია, ამბულატორიული მკურნალობა მას შემთხვევიდან მალევე ჩაუტარდა და ის კლინიკიდან გაწერეს.

"კურეირს" დაკავებულის ძმა დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ინციდენტის მიზეზი ეჭვიანობა არ ყოფილა და საქმე უძრავ ქონების გამო დაწყებულ დავას ეხება.

რაც შეეხება იარაღს, თავდამსხმელის ოჯახი ამტკიცებს, რომ დაკავებულს მისი ტარების უფლება ჰქონდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. 1961 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ოჯახური კონფლიქტის დასარეგულირებლად მისული სამართლადამცველების მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა, შემდეგ კი ყოფილი მეუღლე დაჭრა.

დაპირისპირების სავარაუდო მიზეზად, ეჭვიანობა დასახელდა.

კომენტარი