სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამბოხებულებმა კადაფის ადგილსამყოფელს მიაგნეს და ალყაში მოაქციეს

ლიბიაში ამბოხებულებმა მუამორ კადაფის ადგილსამყოფელს მიაგნეს და ალყაში მოაქციეს. ამ წუთებში რეზიდენციასთან ახლოს მდებარე სახლში, სადაც ლიბიის ლიდერი ოჯახის წევრებთან ერთად აფარებს თავს, გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობს. ამბოხებულები კერჯერობით ვერ ახერხებენ კადაფის უკანასკნელი თავშესაფრის აღებას, რადგან მას ლიბიის გვარდიის რამდენიმე შენაერთი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავს. ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, მომხდურებს თვითონ კადაფიც იარაღით ხელში უწევს წინააღმდეგობას. კადაფის გვერდით იბძვის მისი დაცვის ის რაზმიც, რომელიც ქალიშვილებითაა დაკომპლექტებული.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუამორ კადაფის ადგილსამყოფელის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამბოხებულებს ნატომ მიაწოდა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100