სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახლი, სადაც სავარაუდო ბრალდებულები იმყოფებიან, დუისის მცხოვრებს თინა გაურგაშვილს ეკუთვნის

"კურიერის" ექსკლუზივი" - ცნობილი ხდება, რომ სახლი, სადაც გამაგრებულები არიან სავარაუდო ბრალდებულები, ეკუთვნის პანკისის ხეობის დუისის მცხოვრებს თინა გაურგაშვილს, რომელიც წლებია უკვე ავსტრიაში ცხოვრობს.

გაურგაშვილი წარმოშობით ახმეტის რაიონიდან, სოფელ დუსიდანაა და როგორც პანკისის ხეობაში ყვებიან, სახლის მეპატრონე დიდი ხნის განმავლობაში აქირავებს ბინას სხვადასხვა პირებზე.

ხეობაში გამორიცხავენ, რომ იქ მყოფი პირების შესახებ სახლის მეპატრონეს რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს.

"კურიერის" ინფორმაციით უკვე დაკითხულია მისი შვილი, რომელმაც არ დაადასტურა ნაცნობობა სახლის მობინადრეებთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100