სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცველები სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აყვანას შტურმით ცდილობენ. მიმდებარე ტერიტორიაზე ისმის სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა. კორპუსიდან, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებიან, ძლიერი კვამლი ამოდის.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე არ დასტურდება.
გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი კორპუსებიდან მათ გაყვანასაც ითხოვს. როგორც ისინი აცხადებენ, ადგილობრივების ევაკუაცია მხოლოდ იმ ერთი კორპუსის სადარბაზოდან განხორციელდა, რომელშიც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს კი სამართალდამცავები საცხოვრებლის დატოვების საშუალებას არ აძლევენ, ვინაიდან კორპუსების შესასვლელები ბლოკირებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100