სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„4 წლიანი სექს მონობის დროს 43 200-ჯერ გამაუპატიურეს“ - პატარა გოგონას შემზარავი ისტორია

მექსიკელმა კარლა ჰასინტომ, რომელიც მოძალადემ სექს მონად აქცია, თავისუფლების მოპოვების შემდეგ საკუთარი ისტორია უამბო საზოგადოებას. ამბავი მართლაც უმძიმესია და თავად გოგონასაც უჭირს ამაზე საუბარი, თუმცა თავი მოვალედ ჩათვალა, გაემხილა, რა პირობებში უწევთ ცხოვრება სექს მონებს. როგორც კარლა ამბობს, ოთხწლიანი მონობის პერიოდში 43 200-მა მამაკაცმა იძალადა მასზე. ერთი დღე-ღამის განმავლობაში კი 30-მდე კაცთან უწევდა სექსით დაკავება.

კარლა სექს ინდუსტრიაში 12 წლის ასაკიდან მოხვდა. ის ღარიბ ოჯახში იზრდებოდა და ერთ-ერთმა სექს ვაჭარმა ამით ძალიან ისარგებლა - გოგონას ფულსა და უზრუნველ ცხოვრებას დაჰპირდა. 12 წლის მოზარდიც მარტივად მოტყუვდა და 22 წლის მამაკაცს ბრმად გაჰყვა მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში.

როგორც კარლა ამბობს, დაახლოებით სამი თვე ერთ დამნაშავესთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო როდესაც ამ მამაკაცს მობეზრდა პატარა გოგონა, სხვაგან გაგზავნა, სადაც მას მეძავად მუშაობა უწევდა:

„დილის 10 საათიდან შუა ღამემდე მიწევდა მუშაობა. უამრავი მამაკაცი დამცინოდა, რადგან გამუდმებით ვტიროდი. თვალებს ვხუჭავდი, რათა არ დამენახა, რას მიკეთებდნენ მოძალადეები, თუმცა მაინც ყველაფერს ვგრძნობდი“ - აცხადებს გოგონა. მისივე სიტყვებით, ბევრი მათგანი სცემდა და ცხელი მეტალით წვავდა.

კარლა იმასაც ირწმუნება, რომ საიდუმლო ოპერაციაზე გამოგზავნილი ჯაშუშები, რომლებსაც წესით მონობაში მყოფი მეძავები უნდა ეხსნათ, ბოლოს სუტინიორებს ურიგდებოდნენ და რიგითი კლიენტები ხდებოდნენ, მეძავები კი მათ უფასოდ ემსახურებოდნენ.

საბედნიეროდ, გოგონა 16 წლის ასაკში იხსნეს. ის ახლა 23 წლისაა და ხანგრძლივი პერიოდი დაჭირდა, რათა გადაელახა შიში საზოგადოებაში ადაპტირება შეძლებოდა. თუმცა, ყოველ წლიურად მექსიკაში დაახლოებით 20 000 ტრეფიკინგის მსხვერპლი იღუპება გარემო პირობების გამო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100