სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფი მოწინააღმდეგეებს Scud ტიპის ბალისტიკური რაკეტებით უტევს

ნატომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მუამორ კადაფის მომხრეებმა ქალაქ მისურატის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს - ამის შესახებ „ფრანს პრესი“ იტყობინება.

„ჩვენ შეგვიძლია ოფიციალურად დავადასტუროთ, რომ ქალაქ სირტიდან სამი, „დედამიწა-დედამიწა“ კლასის, Scud-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა იქნა გაშვებული. რაკეტებმა ქალაქ მისურატის მოსაზღვრე ტერიტორიამდე მიაღწიეს და, სავარაუდოდ, ზღვაში ჩაცვივდნენ. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ“, - განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა, ოანუ ლუგნესკუმ.

მისი თქმით, ჩრდლოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა მომხდარს აფასებს, როგორც კადაფის მომხრეთა მხრიდან „ტერორის იარაღის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო გამოყენებას“, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება.

ცოტა უფრო ადრე, სამშაბათს, სააგენტო „როტერმა“ ნატოს წყაროზე დაყრდნობით გადასცა ინფორმაცია, რომ ორშაბათს, კადაფის მშობლიური ქალაქის, სირტას ტერიტორიიდან მეამბოხეთა კონტროლქვეშ მყოფი ქალაქ მისურატის მიმართულებით სამი Scud-ის ტიპის რაკეტა ისროლეს, რომელთა ფრენის სიშორე 300 კილომეტრია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100