სად არის მუამორ კადაფი? (განახლებადი)

BBC-მ სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ცნობა, რომ ლიბიის ლიდერი ალჟირში გაიქცა, თუმცა, ამბოხებულები ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ. მათი თქმით, პოლკოვნიკ კადაფის ადგილსამყოფელი არავისთვისაა ცნობილი.

ტრიპოლში კადაფის მომხრე ჯარისკაცები და მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მუამორ კადაფი ბუნკერშია და შემოტევის მოგერიებას ხელმძღვანელობს.

მანამდე გავრცელებული ცნობის მიხედვით, ალყაშემორტყმული ტრიპოლიდან მუამორ კადაფის გამოსაყვანად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის თვითმფრინავები გაუშვეს, მაგრამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა და არც შეიძლება მოხდეს. "ჩვენ არ ვაპირებთ მსგავსი ღონისძიების ატარებას, ვიცავთ ნეიტრაიტეტს და არ ვერევით ლიბიის შიდა საქმეებში. არ ვგეგმავთ პოლკოვნიკ კადაფის გამოყვანას ტრიპოლიდან", – ამბობს იგი.

კომენტარი