სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ქართული ოცნება - დემოკრატიულის საქართველოსთბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. კახა კალაძე ხმის მისაცემად საირმის ქუჩაზე მდებარე 64- საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. კალაძე საარჩევნო უბანზე მარტო იმყოფებოდა.

მერობის კანდიდატმა ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა.

„მე გავაკეთე არჩევანი, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ურბანულად იყოს გამართული და არ ხდებოდეს ქაოტური განაშენიანება. ქალაქში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე, ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით სავსე, ისტორიით, კულტურით სავსე და მე მჯერა, რომ ჩვენ ამას ერთად აუცილებლად შევძლებთ და მოვახერხებთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100