სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოარიდეთ ბავშვები ტელეფონის დამტენს - ნახეთ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას (+18)

ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის ვირუსად იქცა. კენტუკელმა კორტნი დევისმა საკუთარი ბავშვის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ტელეფონის სატენის მსხვერპლია. ახალგაზრდა დედა აფრთხილებს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სახლში პატარა ჰყავს, დაიცვას საკუთარი ბავშვის უსაფრთხოება და სატენი შეინახოს ისეთ ადგილზე, სადაც პატარა ვერ შესწვდება.

როგორც კორტნი ამბობს, ტელეფონის დამტენი დენის წყაროში იყო შეერთებული, როდესაც მისმა პატარა გოგონამ სადენის ბოლო პირში ჩაიდო. დამტენმა ბავშვს პირი დაუწვა და ეს შემდეგ სერიოზულ დაზიანებაში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები პატარას მკურნალობის ეფექტურ კურსს უტარებენ, კორტნის ეუბნებიან, რომ სახის ამომწვარ ნაწილს არაფერი ეშველება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100