სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ისე ექცეოდა ლიკას, თითქოს ჩვეულებრივი ქალი ყოფილიყო. დავიბოღმე..." - ნახეთ რას წერენ ლიკა ქავჟარაძეზე

"ფეისბუქზე" ლიკა ქავჟარაძეზე საინტერესო პოსტი ქვეყნდება. პოსტის ავტორი ანი დემეტრაშვილია:


"სტუდენტობისას პირდაპირ უნივერსიტეტის წინ პაბში ვმუშაობდი მიმტანად,შემოვიდა ლიკა...უკვე შელახული, მაგრამ მაინც მზესავით შემოანათა. ვიღაც უცხოელთან ერთად..კაი ბიჭი იყო, მაგრამ ისე ექცეოდა ლიკას, თითქოს ჩვეულებრივი ქალი ყოფილიყო. დავიბოღმე... ორი ლუდი შეუკვეთეს, მივუტანე... და ლიკას ვკითხე ქართულად : "იცის კი მაინც, ვისთან ზის მეთქი"?!
ვაიმე,როგორ ესიამოვნა, გაუხარდა ლიკას, გაგიჟდაა.
სევდიანი თვალები, მთელი სახე გაუნათდა,იცინა, გადაუთარგმნა იმ ბიჭს.იმანაც "ვიცი, ვიციო"... იცინა იმანაც... მე მაინც ვუბღვერდი.სად ეს ჩვენი ქალღმერთი და სად ეს კიკიმორო მეთქი.


კომპლიმენტები არასდროს ბეზრდება, ლამაზ ქალს, არასდროს არ ყოფნის, წყალივით და ჰაერივით ჭირდება.
მიაკლდა ალბათ ბოლოს, როგორც მცენარეს მზე და წყალი და დაჭკნა და ჩაკვდა... უკანასკნელად ვნახე მაშინ ლიკა ცხოვრებაში.. ულამაზესი ლიკა!

ავტორი: ჩვენი გვერდის ერგული მომხმარებელი,მაია მდინარაძე

დღეს,11 ოქტომბერს 57 წლის ასაკში ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100