„ჩემი 3 წლის შვილი გამონაყარის ქავილისგან გარდაიცვალა“ - რას ჰყვება დაღუპული ბავშვის დედა?

სამი წლის ბავშვი სეფსისით დაიღუპა, რომელიც მას შემდეგ განუვითარდა, რაც ჩუტყვავილისგან გაჩენილი გამონაყარი მოიქავა. ბრაიან-ენდრიუ ლოქი ძილში გარდაიცვალა ბებიასთან სტუმრად ყოფნის დროს სომერსეტში - წერს გამოცემა Daily Mail.

ექიმებ ფიქრობდნენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა გაგუდვით. მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ დაადგინა ექსპერტიზამ, რომ სიკვდილის მიზეზი А ჯგუფის სტრეპტოკოკი იყო. გარდაცვლილი ბავშვის დედა, 23 წლის ჟასმინ შორტლენდი მოუწოდებს სხვა მშობლებს, რომ იგივე შეცდომა აღარავინ დაუშვას: „როგორც ჩანს, ბრაიანმა ქავილის დროს გამონაყარიდან ერთ-ერთი გაიღიზიანა, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვა. განვითარდა ინფექცია. რაც არ უნდა უმნიშვნელოდ ჩანდეს, აუცილებელია ყველაფერს დიდი ყურადღება მიაქციოთ, რათა ჩემი შვილის ბედი არ გაიზიაროს ვინმემ“.

როდესაც ბრაიანს სახე და კისერი დაუსივდა, ჟასმინმა იფიქრა, რომ ბუჭუნას ყბაყურა ჰქონდა და უფროს ძმასთან ერთად ბებიასთან გაუშვა სტუმრად, რათა უმცროს შვილს არ გადასდებოდა დაავადება, რომელიც სულ ოთხი თვის იყო. ერთ დილას კი, როდესაც ბებია ბავშვების გასაღვიძებლად შევიდა ოთახში, ბრაიანი გარდაცვლილი დახვდა.

როდესაც ჟასმინმა უკანასკნელად ელაპარაკა მის ბიჭუნას, ბრაიანმა უთხრა ბოლო სიტყვები: „დედიკო, ძალიან მიყვარხარ!“ როგორც ექიმი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, მაინც ვერაფერს უშველიოდნენ, რადგან ინფექცია დიდი ხნის დაწყებული იყო.

შვილის სიკვდილისგან გამოწვეული სტრესის გამო ჟასმინს ჯანმრთელობასთან შეექმნა პრობლემები და მალევე აღმოჩნდა, რომ ის 10 კვირის ორსული იყო, თუმცა ორგანიზმმა ვერ გაუძლო და მუცელი მოეშალა: „ერთ თვეში ორი ბავშვი დავკარგე. მუცლად მყოფი ნაყოფი გოგონა იყო. ბრაიანს ყოველთვის უნდოდა პატარა დაიკო და მან თან წაიყვანა ის, რათა სულ გვერდით ჰყავდეს“ - წერს ჟასმინი.

კომენტარი