სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მერიასთან გზა გადაკეტილია - აქციის წევრები დავით ნარმანიას გადაწყვეტილებას ელოდებიან

ნაციონალური მოძრაობისაქცია მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის მერიასთან. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რის საშუალებაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დავით ნარმანიასთან შეხვედრას და საკრებულოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრში მდებარე 2 ნაკვეთი ივანიშვილის კომპანიას გადაეცემა.

აქციის მონაწილეებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს და თბილისის მერს მოქალაქეებთან შეხვედრისკენ მოუწოდეს. ოპოზიციური პარტიის წევრები თბილისის მერს მოუწოდებენ, რომ ხელი არ მოაწეროს საკრებულოს მიერ გადაგზავნილ დოკუმენტს.

ასევე, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ივანიშვილისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის პროცესი არჩევნებამდე შეჩერდეს.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, თბილისის მერიამ „თბილისის საკრებულოს სამარცხვინო უმრავლესობის“ მიერ მიღებული დოკუმენტი არ დააკანონოს.

„ბუნებრივია, 21 ოქტომბერს ყველა ეს უკანონო გადაწყვეტილება გაბათილდება და თბილისი დაუბრუნდება თბილისელებს. მაგრამ, 21 ოქტომბრამდე ჩვენ აუცილებლად შევაჩერებინებთ ამ გადაწყვეტილებას თბილისის მერია. არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქალაქის ქონება ასე გაანიაონ და ერთი ადამიანის ნება-სურვილზე არიგონ. ამიტომ, დღეს ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, თბილისის მერიამ უარი თქვას ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ნიკა მელიას თქმით, საკრებულოს სახელმწიფო ქონების ერთ ლარად გასხვისებას აკრიტიკებს.

„ჩვენ აქ და ძალიან ბევრი კიდევ, არ ვაპირებთ ვიყოთ უსამართლობის ჭირისუფლები,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100