დაღესტანი 100 კგ ტროტილის ექვივალენტიან აფეთქებას გადაურჩა

რუსული წყაროები ამ წუთებში იუწყებიან იმის შესახებ, რომ დაღესტანში მსხვილმასშტაბიანი ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს. მათი თქმით, კუსტარულად დამზადებული ბომბი, რომლის აფეთქების სიმძლავრე, ამოქმედების შემთხვევაში 100 კგ ტროტილის სიმძლავრის იქნებოდა, „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანაში იყო, ქალაქ ჰასავიურტში იყო დამონტაჟებული.

„სავარაუდოდ, ტერაქტი მიმართული იყო ახლადგახსნილი დიდი სავაჭრო ცენტრის, „კირგუს“ მომხმარებლების წინააღმდეგ. საბედნიეროდ, ძალოვნებმა ბომბის აღმოჩენა და გაუვნებელყოფა მოახერხეს“, – იუწყებიან პოლიციელები.

წყარო

კომენტარი