სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანი რუსკა მაყაშვილს: იმედი მაქვს უბრალოდ შეცდომაში შეგიყვანეს და ამიტომ მოგიწია შენც სხვების მოტყუება

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი რუსკა მაყაშვილის განცხადებას ასე ეხმაურება:

„Ruska Makashvili -იმედი მაქვს უბრალოდ შეცდომაში შეგიყვანეს და ამიტომ მოგიწია შენც სხვების მოტყუება, თითქოს ნიჭიერი დახურეს. ეს ასე არაა:) ნიჭიერი უბრალოდ გადავიდა სხვა არხზე, უკეთესი შეთავაზების გამო. სიმართლე არ შეიძლება იყოს ორი, ან სამი. ის ერთია:) რაც შეეხება პროექტს, მიყვარდა და მიყვარს.ისევე, როგორც შენ. სადაც არ უნდა იყო, ძალიან მაგარი ხარ“

შეგახსენებთ, რომ რუსკა მაყაშვილი "ნიჭიერის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:
"დავიწყეთ „ნიჭიერი“ და ძალიან მარტივად ერთხელ დავწერ და მეტი ამ თემას აღარ დავუბრუნდები!

რუსთავი 2-მა დახურა ყველა მთავარი შოუ, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადგა და დახურა იმიტომ, რომ მთავარი და პრიორიტეტული ჩვენთვის პოლიტიკააო! ხოდა დამშვიდდით, დაწყნარდით, გადმოერთეთ იმედზე და უყურეთ ქვეყნის ყველაზე მაგარ შოუს, რომელზეც რუსთავი2-მა თავად თქვა უარი!

რაც შეეხება პოლიტიკას და "ვინმეისტობას", არასოდეს არავისტი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები! მსახიობი ვარ, მიყვარს ჩემი საქმე და ვერანაირ პოლიტიკას ვერ შევწირავ! თუ რამე კითხვები გაქვთ პირდაპირ რუსთავი 2-ს ჰკითხეთ! მე ჩემს საქმეს მივხედავ!

P.S ხოდა რაც შეეხება ფულს X ფაქტორზე 4 თვე ფეხმძიმე უფასოდ ვმუშაობდი, მარტო მე კი არა მთელი პროდაქშენი, რომელიც საუკეთესოა მთელს საქართველოში! სწორედ ეს სუპერ გუნდი აკეთებს ნიჭიერს იმედზე, სწორედ ამ სუპერ გუნდს რუსთავი 2-მა დაუხურა ქვეყნის მთავარი შოუები! გილოცავთ ახალ წელს!"-წერს რუსკა მაყაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100