სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთის ჯარის სირიაში შესვლას, შესაძლოა, ირან-თურქეთის ომი მოჰყვეს

12 აგვისტოს თურქეთის არმიის რეზერვისტი ოფიცრები სასწრაფოდ გამოიძახეს სამხედრო ნაწილებში. მობილიზაცია ისევ გრძელდება. როგორც თურქული გაზეთი „ზამანი“ იუწყება, მათ სირიის საზღვარზე აგზავნიან, სადაც, როგორც ჩანს, შეიარაღებული შეტაკებებია მოსალოდნელი. გაზეთს მოჰყავს თურქეთის ხელისუფლების ინკოგნიტო ჩინოვნიკის ციტატა, რომელიც აცხადებს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში თურქეთს სირიელი ლტოლვილების ნაკადი მიაწყდება. თურქეთის ხელისუფლების მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში უკვე შემოსულია 7 ათასზე მეტი ლტოლვილი სირიიდან.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯიბ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას. საუბრის თემა სირიაში საპროტესტო მიტინგის სისხლიანი დარბევა გახდა. საუბრის დასრულების შემდეგ პრესისთვის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ობამამ სირიის პრეზიდენტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სისხლისღვრა.

ქურთული სააგენტო Firat კი აქვეყნებს მაღალი თანამდებობის მქონე ოფიცრის განცხადებას, რომელიც ხაზს უსვამს, რომ თუკი აშშ და თურქეთი სირიაში სამხედრო მოქმედებებს დაიწყებენ, ქურთისტანი ახალ ავღანეთად იქცევა.

„ასეთ შემთხვევაში ჩვენ იერიშს მივიტანთ ამერიკულ და თურქულ სავაჭრო დაწესებულებებზე, ასევე იმ ბაზებზე, რომლებიც ქურთისტანშია განთავსებული. თუ თურქეთის არმია სირიაში შევა, ჩვენ ომს გამოვუცხადებთ თურქეთს და მთელი ჩვენი სამხედრო რესურსებით დავდგებით სირიის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100