სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალგორის რუსულ პოსტზე ახალი შეზღუდვებია

ახალგორში შესასვლელ რუსულ პოსტზე გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორელებმა აცნობეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, 15 აგვისტოდან რაიონში შესასვლელ რუსულ პოსტზე გადაადგილება მხოლოდ განსაზღვრულ საათებში იქნება დაშვებული.
"პოსტის გავლა დილის 06:00-დან 10:00 საათამდე და საღამოს 16:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი", - განაცხადეს ახალგორელებმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100