სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინგლისში „ოლიმპიადა-2012“ ელჩი დედამ არეულობის კადრებში ამოიცნო და პოლიციას მიმართა

18 წლის ბრიტანელ მრბოლელს - ჩელსი აიზს, შესაძლოა, მისივე მშობელი დედის განაცხადის გამო პატიმრობა მიუსაჯონ. საქმე ის გახლავთ, რომ ჩელსის დედამ თავისი შვილი ტელევიზიით გადაცემულ, არეულობის ამსახველ კადრებში ამოიცნო, დარწმუნდა, რომ იგი ლონდონის ერთ-ერთი მაღაზიის დარბევაში მ ონაწილეობდა და დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას. განცხადებაში იგი შვილის მიმართ მკაცრი ზომების გატარებას ითხოვს.

თავად ჩელსი აიზი კატეგორიულად უარყოფს მაღაზიის დარბევაში მონაწილეობას და, მით უმეტეს, მის ძარცვას. მაგრამ ვესტმინსტერის მაგისტრანტთა სასამართლოს პროკურორი აცხადებს, რომ საფუძველი აქვს, მიიჩნიოს ჩელსი აიზი ეჭვმიტანილად არამარტო მაღაზიის დარბევაში, არამედ პოლიციის მანქანების დაზიანებაშიც. მისი თქმით, წინასწარი ვერსიის თანახმად, სხვა ახალგაზრდებთან ერთად გოგონამ ჯერ "Vodafone"-ს სალონის დარბევაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ "Phones4U" მაღაზია დაარბია და ბოლოს კი - აგურები დაუშინა პოლიციის მანქანას.

ჩელსი აიზი „რიგითი“ ბრიტანელი გოგონა არ არის. მას წილად ხვდა პატივი, იყოს ოლიმპიადა-2012-ის ელჩი - გაერთიანებული სამეფოს სახელით. მან ვებ-გვერდზე განაცხადი შეავსო და ჟიურიმ სწორედ იგი მიიჩნია ინგლისელი ახალგაზრდობის საუკეთესო წარმომადგენელთან - 8.000-ზე მეტი განცხადებიდან მხოლოდ ჩელსი აიზის განცხადება დაკმაყოფილდა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100