სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ დამკვირვებლებს ნაურუ გამოგზავნის

26 აგვისტოს აფხაზეთში დანიშნულ „საპრეზიდენტო“ არჩევნებზე დამკვირვებლებს ნაურუს რესპუბლიკაც გამოაგზავნის, – ამის შესახებ პორტალი „იუგა.რუ“ იუწყება. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით კი, ნაურუს რესპუბლიკის დელეგაციას აფხაზეთში ნაურუს პარლამენტის სპიკერი, ლუდვიგ სკოტი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში ასევე შედიან ნაურუს მთავრობის სამდივნოსა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლები. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ დელეგაციებს სხვა ქვეყნებიდანაც ელოდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100