მანანა მანჯგალაძე: მის ოჯახში ახლა უბედურებაა,ხანდახან სიკვდილიც რა სხვანაირია

ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი თბილისის სამთავრობო აეროპორტში დღეს ჩამოასვენეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან გადმოასვენეს.

ნახეთ, რას წერს მანანა მანჯგალაძე გარდაცვლილ ჯარისკაცზე:

ეს დღეებია გავურბივარ ყველაფერს.თითქოს სადმე გავექცევი...მაინც მესმის, მაინც ვნახულობ..მერე მე და ზურა ვლაპარაკობდით : სიკვდილიც არის და სიკვდილიც... ვიღაც საწოლშო კვდება, ვიღაც ავარიაში, ვიღაც სად და ვიღაც როგორ. მის ოჯახში ახლა უბედურებაა, დიდი უბედურება...მაგრამ როგოდ ღირსეულად წავიდა. ბევრმა არც იცის და ეს ბიჭები იმ ჰალსტუხებიანზე გაცილებით მეტ და დიდ საქმეს აკეთებენ ყოველდღე ტელევიზიით რომ ყელყელაობენ. ...დედისთვის რა თორემ ეს ხომ ერთეულების ხვედრია. ხანდახან სიკვდილიც რა სხვანაირია

კომენტარი