NDI - ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, კახა კალაძეს ხმას მისცემდა 30%, ალეკო ელისაშვილს - 19%, ზაალ უდუმაშვილს - 18%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლევის მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში 30% კახა კალაძეს დაუჭერდა მხარს.

კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 30% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 19% დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, 18% - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ზაალ უდუმაშილს, 5 % - “ევროპული საქართველოს” კანდიდატს ელენე ხოშტარიას, ხოლო 3 %- “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატს.

კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.

კომენტარი