"არჩევნებში" დამარცხების შემთხვევაში შამბა რევოლუციით იმუქრება

სერგეი შამბა რევოლუციით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ მას არ გაამარჯვებინებენ "საპრეზიდენტო" არჩევნებში, რომელიც 26 ავგისტოსთვისაა დანიშნული.

"მე არ დავუშვებ, რომ მე გამარჯვება წამართვან. მე ვიცი, როგორ გავაკეთო ეს. მე ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ მიბრძოლია და არაერთი რევოლუცია მომიწყვია", – განაცხადა შამბამ "მოსკოვსკიე ნოვოსტი"–სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, საზოგადოებაში ჩამოყალიბდა აზრი, რომ იგეგმება არჩევნების ფალსიფიცირება და გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს დამატებით სიებს შეეხება.

"მაგალითად, ჩვენთან გარვკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მასიურად ხდება პასპორტები ქსეროასლების შეგროვება. რისთვის კეთდება ეს, შეიძლება მხოლოდ ვარაუდი", – განაცხადა კანდიდატმა და აღნიშნა, რომ თუ 2004 წელს ის მოწინააღმდეგე მხარეებს შორის კომპრომისს უჭერდა მხარს, დღეს ამის გაკეთებას აღარ აპირებს. გასაგებიცაა – ეხლა ხომ მისი პირადი ბედი წყდება. შამბას თქმით, 2004 წელს ის არ იყო დარწმუნებული, რომ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. "წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ ვთხოვდი მის მომხრეებს დაშლილიყვნენ, დავდგებოდი მის გვერდით". მაგრამ თუ შამბას ხაჯიმბას გამარჯვების არ სჯეროდა, ხომ არ შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს თავის გამარჯვებაში?

კომენტარი