სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სევანის ტბაში, ისტორიაში პირველად, სამი ახალგაზრდა დაიხრჩო

როგორც ,,რეგნუმი“ სომხეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, დღეს სევანის ტბაში სამი ახალგაზრდა დაიხრჩო.

პირველი შემთხვევა 13:26 საათზე მოხდა, როდესაც სადგურ ცოვაზარდთან მაშველებმა წყლიდან ერევნის მცხოვრების, 18 წლის არსენ ასლიკიანის ცხედარი ამოიტანეს. მეორე შემთხვევა 16:10 საათზე ახტამარის ნახევარკუნძულზე დაფიქსირდა, სადაც მაშველების ოპერატიულმა ჯგუფმა წყლიდან 15 წლის ვარდან ბაბაიანის ამოყვანა შეძლეს, თუმცა მოზრადი გარდაიცვალა. მესამე შემთხვევა კი 16:41 საათზე სანაპირო ,,შაგენაზე“ მოხდა. მაშველებმა წყლიდან 23 წლის ედგარ მნაცაკანიანის ცხედარი ამოიტანეს.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 9 აგვისტომდე სევანის ტბაზე დახრჩობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ სევანი (გოქჩა) კავკასიაში უდიდესი ტბაა. მისი ფართობი 1200კმ², სიღრმე - 28.5 მეტრია, მაქსიმალური - 83 მეტრი. მდებარეობს ამიერკავკასიის ვულკანურ მთიანეთში, დაახლოებით 1900 მეტრ სიმაღლეზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100