ნანუკა ჟორჟოლიანი: მადონასთან ერთად ხომ ვიმოგზაურე აფრიკაში. რონალდუს ოჯახურ დღესასწაულზე მოვხვდი

აი რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ინსტაგრამის შესახებ:

ძალიან მაგარი რამეა ინსტაგრამი. მსოფლიოს ისე აპატარავებს. მადონასთან ერთად ხომ ვიმოგზაურე აფრიკაში. რონალდუს ოჯახურ დღესასწაულზე მოვხვდი. მესის ბავშვობის სიყვარულზე ქორწინება, ოპრას ბოსტნეულით გატაცება, ელენის ძაღლებით. მათი ცხოვრების ყველა დეტალი იმდენად ხელშესახებია:)

დღეს დილით მაგალითად გავიგე, რომ ზაზა ფაჩულია და მიშელ ობამა ერთ ივენთს ესწრებოდნენ გუშინ. სხვათაშორის მიშელი ძალიან მაგარ ფორმაშია. ყველაფერი ახლოვდება, საზღვებს მნიშვნელობა აღარ აქვს.

კომენტარი