სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტაიფუნმა ჩინეთში ქიმიური ქარხანაც დააზიანა

ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სამაშველო სამუშაოები კვლავ ტარდება ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქიმიური ნივთიერებების ქარხნის ტერიტორიაზე. ქარხანა ტროპიკული ქარიშხლის შედეგად დაზიანდა.

ქარხანა ქალაქ დალიანში მდებარეობს, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია სამი ადამიანი. ქარიშხალი მუიფა კვლავ ბობოქრობს და სამხრეთ კორეიკენ მიემართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100