ოჯახურ ძალადობას ოჰაიოს შტატში რვა ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს დასახლება კოპლის მცოვრების მიერ გახსნილ ცეცხლს რვა ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვიც არის.

მედია საშუალებების ცნობით, ინციდენტი კვირას, 11:00 საათისთვის მოხდა. კანონდამრღვევმა წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, რომელიც მოსახლეობამ გამოიძახა. შედეგად კი ეჭვმიტანილი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ინციდენტის მიზეზი ოჯახური მდგომარეობა გახდა. ბავშვი კი რომელიც გახსნილი ცეცხლის შდეგად გარდაიცვალა, 11 წლის იყო. რაც შეეხება დაჭრილს, იგი ქალბატონია და ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.


კოპლის დასახლებაში დაახლოებით 14 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ქალაქ აკრონის დასავლეთით მდებარეობს.

კომენტარი