სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ომის სამ წლისთავთან დაკავშირებით გორში ღონისძიებებია დაგეგმილი

დღეს გორში რუსეთ-საქართველოს ომის სამ წლისთავთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებები იგეგმება.

როგორც "პირWელს" შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან და გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ხვალ რუსეთ-საქართველოს ომის სამ წლისთავთან დაკავშირებით, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია გორის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღასრულებს, რომლის დასრულების შემდეგ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრებიან.

დღესვე გორის სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით, სოფელ შინდისში, ბრძოლის ადგილას გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების სახელზე ჯვრის აღმართვაა დაგეგმილი.

ღონისძიებების ფარგლებში, გორის ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენა "ცხელი აგვისტო" გაიმართება, რომელიც გორელი მწერლის სოსიაშვილის მოთხრობების მიხედვით დაიდგა.

დღის ბოლოს კი ღონისძიებები გორის ცენტრალურ მოედანზე გაგრძელდება. მოეწყობა ომის ამსახველი ფოტო-გამოფენა სახელწოდებით "გვახსოვდეს აგვისტო". საქართველოს რუკის კონტურებზე ერთიანობის სიმბოლოდ სანთლები აინთება და ნაჩვენები იქნება ფილმი "აგვისტოს 5 დღე", რომელსაც ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ფილმის პროდიუსერები და მსახიობებიც დაესწრებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100