სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხინვალის მტკიცებით, საქართველო აშშ-სგან სამხედრო დახმარების მიღებას აგრძელებს

ცხინვალის მტკიცებით, საქართველო აშშ-სგან სამხედრო დახმარების მიღებას აგრძელებს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის, გენერალ-მაიორ ვალერი იახნოვეცის მტკიცებით, "რეზერვისტების მომზადების ამერიკული სისტემის ჩავარდნის მიუხედავად, საქართველო აშშ-სგან სამხედრო დახმარების მიღებას აგრძელებს".

"აშშ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას აგრძელებს, ასეთი ინფორმაცია საიმედო წყაროებისგან არსებობს", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, "აშშ საქართველოში ქართველი სამხედროების რეალური საბრძოლო მოქმედებების მოსამზადებლად ინსტრუქტორებს კვლავინდებურად აგზავნის, საქართველოს კი თავის მხრივ, ამ დახმარებას იღებს იმის მიუხედავად, რომ 2008 წლის აგვისტოში რეზერვისტების მომზადების ამერიკული სისტემა ჩავარდა".

"ამასთან ერთად ამერიკის უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა იქმნება, რომელიც ნატო-ს სტანდარტებთან მომანეტალურად იქნება ადაპტირებული საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში", - განაცხადა იახნოვეცმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100