სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციამ youtube-ზე ატვირთული კლიპის გამო ორი რეპერი დააკავა

პოლიციამ რეპერები Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი) და Kay G (გიორგი ქებურია) დააკავა. როგორც ცნობილი ხდება, მათი დაკავების მიზეზი youtube-ზე ატვირთული კლიპია, რომელშიც პოლიციელი ყელსაბამზე ჰყავთ გამობმული.

გავრცელებული ინფორმაციით, მიშკა მგალობლიშვილს დაკავებისას აბები ამოუღეს და ბრალსაც ამის შესაბამისად წარუდგენენ. თუმცა მისი ახლობლები ირწმუნებიან, რომ მიშკას არანაირი კავშირი არ აქვს ნარკოტიკულ საშუალებებთან და ის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. პოლიციამ კი დაკავებულების საცხოვრებელში ვერაფერი აღმოაჩინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100