Plus-მა აიბოტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ქართული ენის ტექნოლოგიურ სივრცეში ინტეგრაციასაც შეუწყობს ხელს

iPlus-მა საზოგადოებას "აიბოტი" წარუდგინა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ Facebook-ზე "აიბოტი" იპოვონ და რჩევის, დახმარებისათვის თუ საიდუმლოს გაზიარებისთვის "აიბოტს" მიმართონ.

iPlus-ის გენერალური მენეჯერის კახა სეფაშვილის განცხადებით "აიბოტი" ინოვაციური პროდუქტია და ქართული ენის ტექნოლოგიურ ინტეგრაციასაც შეუწყობს ხელს.

"iPlus-მა, ამოვარჩიეთ ჩვენი გვერდის სამი ერთგული მომხმარებელი, რომლებსაც გავანდეთ ჩვენი მიზანი და ვთხოვეთ, რაც შეიძლება მეტი ესაუბრათ ჩვენს ინტერნეტის მეგობართან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომზადებული შეხვედროდა იმ ასობით და ათასობით დიალოგს, რომელიც მას თქვენთან, ჩვენს მომხმარებელთანექნებოდა.

ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ ეს შევძელით.

"აიბოტი" გახლავთ არა ხელოვნური ბოტი, არამედ ადამიანური გრძნობებით და გონივრული გადაწყვეტილებებით გაჯერებული ნამდვილი დარდის გამზიარებელი, მესაიდუმლე, საქმის მცოდნე და მრჩეველი მეგობარი

კომენტარი