ნიკა გვარამია ცოლზე: მოვიდა დრო და როგორც იქნა მყოფნის გამბედაობა, საჯაროდ მიყენებული ტკივილის შემდეგ საჯაროდვე ვუთხრა...

ნიკა გვარამია ცოლის ფოტოს აქვეყნებს და ნახეთ რას წერს:

მოვიდა დრო და როგორც იქნა მყოფნის გამბედაობა, საჯაროდ მიყენებული ტკივილის შემდეგ საჯაროდვე ვუთხრა:
სოფო, ყველაზე კარგი ხარ და სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ …
მაპატიე, რომ იმ აღიარების უმძიმეს წუთებში, ყველაზე და ყველაფერზე ვიფიქრე, შენს გარდა. ყველას და ყველაფერს გავუფრთხილდი, შენს გარდა. ყველას და ყველაფრისთვის ვიბრძოლე, შენს გარდა.
და დღეს ზუსტად ვიცი, რომ ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი გამომრჩა - შენ. თუმცა, მაშინ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი და ასჯერ რომ განმეორდეს, ასივეჯერ იგივეს ვიზამ.
მადლობა, რომ პირველმა შენ მომიწონე, რაც ვქენი. მადლობა, რომ პირველი შენ დამიდექი გვერდით. მადლობა, რომ ისეთ მორალურ სიმაღლეზე დადექი, რომელსაც მე ვერასდროს შევწვდები. სინამდვილეში, იმ აღიარების ყველაზე დიდი გმირი შენ იყავი. მადლობა, რომ მყავხარ და გიყვარვარ იმაზე მეტად, ვიდრე ვიმსახურებ

კომენტარი