"სმენა რომ არ ქონდეს, მარტო ანაფორის შრიალით მოიგებს“ - ნიკა გვარამია ქართულ მუსიკალურ პროექტში სამღვდელო პირის მონაწილეობაზე

ნიკა გვარამია ფეისბუქზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:

იტალიურ ვოისში რაც გაიმარჯვა მონაზონმა (Sister Cristina Scuccia), იმის მერე რუსეთში ბერმა გაიმარჯვა (Иеромонах Фотий) და აგერ გუშინ უკრაინაში - ასევე სამღვდელო პირმა (Протоиерей Александр Клименко).
და ყველა იყო გამოკვეთილად საშუალო და გაუგებარი, დროსაცდენილი გემოვნებით და სტილით, და მხოლოდ იმიტომ აჯობეს მუსიკალურადაც და ქარიზმატულობითაც ბევრად ძლიერ კონკურენტებს, რომ ანაფორა ეცვათ.
ps ნახევარი საუკუნის წინ გადაღებულ ამერიკულ მიუზიკლში "მუსიკის ჰანგები", მართალია მოდელირებულ კონკურსში, მაგრამ სრულიად ხაზგასმულად, ფონტრაპების ოჯახის ახლადშექმნილი ჯგუფი რომანტიული სიმღერებით, უკან ჩამოიტოვებს რელიგიური დოგმატიკით შებოჭილ და კლასიკური კანონებით მომღერალ ბერების ქორალს და მონაზონს.
ახლაც, ჩემთვის წარმოუდგენელია, ამერიკის ვოისი მარტო იმიტომ მოიგოს ვინმემ, რომ ანაფორა აცვია.

აღნიშნულ სტატუსზე უამრავი კომენტარია, რომელტა შორისაა „კომედი შოუს“ მსახიობის თამუნა ლეკვეიშვილის კომენტარი, რომელსაც ჩვენთან ქვემოთ ფოტო სქრინზე იხილავთ და თუ რა უპასუხა ნიკა გვარამიამ იმასაც იქ გაიგებთ.

კომენტარი