სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოსმა სეპარატისტებმა ოთხი დაკავებული ქართველიდან ორი გაათავისუფლეს

ოსმა სეპარატისტებმა მათ მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ოთხი ქართველიდან ორი გაათავისუფლეს. მათ დატყვევებული ქართველების გათავისუფლების ჩვეულ მეთოდს მიმართეს და ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან "გამოაძევეს". ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.

"გათავისუფლებულები არიან საქართველოს მოქალაქე, გორის რაიონის სოფელ დიცის მკვიდრი, 1959 წელს დაბადებული ალექსანდრე მაისურაძე და გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დანბადებული დავით ქეტიშვილი", - იუწყება კომიტეტი.

შეგახსენებთ, რომ სეპარატისტთა ტყვეობაში რჩებიან საქართველოს მოქალაქეები: 1959 წელს დაბადებული მერაბ კოდალაშვილი და 1983 წელს დაბადებული ინგა ქუსრაშვილი. ორივე მათგანი გორის რაიონის სოფელ რენეს მკვიდრია. ოსური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ორივე დაკავებული ეროვნებით ოსია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100