სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ლამაზი გოგონას ლამაზი სიცოცხლე ნაადრევად დასრულდა" -

"ლამაზი გოგონას ლამაზი სიცოცხლე ნაადრევად დასრულდა...19 სექტემბერს 9 წელი შეგისრულდება მარიამ, სამწუხაროდ შენს დაბადების დღეს შენს საფლავთან უნდა შევხვდეთ.

22 მარტს დილით სკოლაში მიდიოდა დედასთან ერთად, აღმაშენებლის ხეივანზე გაჩერებასთან უბედური შემთხვევა მოხდა....მარიამი ადგილზე გარდაიცვალა... დედამისი საავადმყოფოში წევს, მძიმე მდგომარეობაშია. მარიამის დედ-მამა სოხუმელები არიან, ჩვენ ერთ შენობაში ვცხოვრობთ.


მარიამ ! ჩვენო ლამაზო, ჭკვიანო, საყვარელო გოგონავ ძალიან გული დაგვწყვიტე ყველას. შენ ჩვენი საერთო ტკივილი ხარ, ყველანი დაგტირით... იძინე მშვიდად ჩვენო პატარა ფერიავ... უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული....", - წერს ოჯახის ახლობელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100