სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კანიბალიზმის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ბათუმის სასულიერო სემინარიაზე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

ეს ბიჭი -ნიკუშა სადრაძე, კანიბალებიზმის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი იყო და ნახეთ რას წერს ბათუმის სასულიერო გიმნაზიაზე და ზოგადად სასულიერო პირებზე:

11 წელი ვისწავლე ბათუმის სასულიერო გიმნაზიაში, თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ისე, როგორც სასულიერო სასწავლებელს შეეფერება... და ასე იმიტომ არ მეგონა, რომ ბავშვი ვიყავი... მერე ბევრი რამ აირია... ვიღაცამ რწმენა ბიზნესად აქცია, ვიღაცა ღმერთს დაშორდა და უფრო დაუახლოვდა თავის თბილ სკამს და საბოლოოდ, რომ ხაზი არ გადაესვა ყველაფრისთვის, ასე კომფორტულად, დამჯდარი ლოცულობდა... ჩემი და და მისი მეგობრები „რელიგიური“, „სულიერი“ ღირებულებებით გაჟღენთილი რამოდენიმე მასწავლებლის თუ ხელმძღვანელის ინტრიგას შეეწირა და იძულებით დატოვეს გიმნაზია...

მერე რა, მერე რა... კიდევ ბევრი რამ აირევა... ზოგიერთები გამდიდრდებიან კიდევაც, ძვირადღირებულ ანაფორებსაც შეიკერავენ, ამბიციებსაც გაზრდიან, ფულის კუპიურებსაც შესთხოვენ შენდობას, ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინში მდიდრულ რესტორანშიც ისადილებენ...

მთავარია ადამიანი არ იქცეს ურწმუნო არსებად, რომელზეც ეს ყველაფერი მოქმედებს და ეს ყველაფერი მართავს... სულიერ ღირებულებებს ძირს არა საკუთარი ან სხვათა ცოდვები, არამედ რწმენის დაკარგვა უთხრის... ხოდა ნუ გავყიდით ამ რწმენას და ნურც სხვას მივანდობთ...

ღმერთთან ლაპარაკის საშუალება ყველას გვაქვს, თან რიგის გარეშე, ოღონდ სანამ ლაპარაკს დაიწყებ ეკლესიაში კი არ უნდა წახვიდე, ტელევიზორის ეკრანს უნდა მოშორდე ოდნავ მაინც:))

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100