ნანუკა ჟორჟოლიანი: აზრი აღარ აქვს... ყველაფერს აზრი დაკაარგინა ამ ამბავმა

ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ-სტატუსი:

გადავხედე ფეისბუკს და მწუხარების გაზიარება შეგვძლებია, ბედნიერების არა. არადა ყოველ დღე ვკლავთ ერთმანეთს, ვთრგუნავთ ერთმანეთის შვილებს. მოგვწონს დაცინვა, ჩაქოლვა.... არავის ჭკუას არ ვარიგებ. მეც თქვენს შორის ვარ. მეც აქ ვარ, სადაც ბედნიერები არ უყვართ, სადაც უნდა ტიროდე რომ თავი დაანებონ შენს ბულინგს. მაგრამ ხშირად ვაგვიანებთ და მაშინ ვეუბნებით ადამიანებს კარგს, როცა ამის მოსმენა მათ აღარ უნდათ. აზრი აღარ აქვს. ყველაფერს აზრი დაკაარგინა ამ ამბავმა! ყველაფერი სხვანაირი გახადა!

კომენტარი