"ყოველთვის ცდება განგება მშობლის წინაშე, როცა ამხელა განცდას უგზავნის" - ანრი ბიბინეიშვილი

"ჩემს ბებოს გარდაეცვალა დედა, მამა, დები, ძმები, ქმარი...არაერთი საყვარელი ადამიანი და მაინც მხნედ იყო! შვილის გარდაცვალების შემდეგ ასე დაატირა ბიძაჩემს და გააცილა: შვილო ერთი წუთით ადრე მაინც გეთქვა ამას თუ აპირებდი და მე გაგიძღვებოდი წინო, შვილო ეს ის ტკივილია რომელსაც ღმერთისგან განდგომილ გველსაც არ ვუსურვებო, შვილო აქ დასრულდეს ჩემს სახეზე ღიმილი და იმატოს სევდამ, რომელიც შენსკენ მომიყვანს და კიდევ ერთხელ მამღერებს დაძინების წინო!!!

ძალიან მალე ასეც მოხდა, ჩემთვის სამწუხაროდ მეოთხე წელია ბებო საწოლს მიეჯაჭვა და მის ყოველ გამოხედვას მოლოდინი ჰქვია!!! ჩამეგლიჯა გული, ამტკივდა სული და მოკრძალებულად ვამბობ: ყოველთვის ცდება განგება მშობლის წინაშე, როცა ამხელა განცდას უგზავნის მას!!! მაიკო გაუძელი და იყავი ნუცასთვის!"

კომენტარი