"სამი წლის წინ მქონდა იდეა ჩამებარებინა ფილოსოფიურზე" - ასე იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი ვახტანგ იმნაიშვილს

ასე იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი ვახტანგ იმნაიშვილს და ოჯახს წუხილს შორიდან იზიარებს:

სამი წლის წინ მქონდა იდეა ჩამებარებინა ფილოსოფიურზე. მეგონა სტუდენტობით ასაკს დავამარცხებდი და თან სწავლა ხომ იცით, არასოდეს არ არის გვიან და დავიწყე მომზადება. უნარებში, ქართულში. მოკლედ, გავხდი აბიტურიენტი.

მარიამ გერსამიას დავურეკე და ვთხოვე ერჩია ქართულის ლექტორი. თან ორი საქმის ერთად გაკეთება მომინდა და ბარემ სხვა პრობლემებსაც მოვიგვარებთქო და მოკლედ, მირჩია ვახტანგ იმნაიშვილი. ლექტორი რომელსაც ყველაზე მეტი უმუშავია ჟურნალისტებთან.

რომ დავურეკე ძალიან გაუკვირდა მერე მითხრა, შენ გჭირდება ჩემი ხელი და მოდიო … სახლში დამიბარა. შევედი ოთახში და მივხვდი რომ საინტერესო ცხოვრება იწყებოდა. ასეც იყო. პირდაპირმა და ძალიან საყვარელმა ლექტორმა გამიჩინა განცდა რომ ლექციის გაცდენა არ შეიძლებოდა და ვერც ვაცდენდი. ძალიან ბევრს დავწერდი მასზე, მაგრამ ყველაზე მთავარია რომ ის ძალიან დააკლდება უნივერსიტეტს და ძალიან დამაკლდება მე, მოსწავლე ჟორჟოლიანს.

არ ვარ საქართველოში და ამიტომ, შორიდან ვიზიარებ მისი ოჯახის და განსაკუთრებით მისი მეუღლის მწუხარებას.

პ.ს. ფილოსოფიური გადაიდო. მას შემდეგ რაც მივხვდი, რომ სტუდენტი ნანუკას შოუს ვერ გავაკეთებდი. ნანუკას შოუს გარეშე კიდევ ჯერ , ცხოვრება ვერ წარმომიდგენია

კომენტარი