სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემს მეორე ნახევრს კი მინდა ვუთხრა რომ..." - დეა ადამია

"სიტუაცია ოჯახში: -თვალებს ვახელ და ვხვდები რომ სახლში არავინ არაა... მათე ლუკა ბაღშია, ჩემი და უნივერსიტეტშია (მესამე სპეციალობაზე სამედიცინოზე სწავლობს) დედა მანქანით დასეირნობს ქალაქში მოაქვს გემრიელობები ჩვენთვის, მართას კი სძინავს გვერდითა ოთახში ( მეორე დისშვილი, რომელიც 2 წლის არის) მე კი თავში მომდის აზრი დედა, სუზმე, მშია... სად ხარ დე... მოვძებნე მობილური რონელიც მისაღებ ოთახში სერვანტში იყო ჩაკეტილი (დედა მობილურებს არ ტოვებს საძინებელში გამოსხივება აქვთო და მოკლედ ვემორჩილები მის რჩევა დარიგებას თუ ბრძანებას) ავკრიფე My Queen ვრეკავ დედასთან და მართაც აღებს მისი საძინებლის კარებს მეძახის დედა დედა ნიამ ნიამ... ავიყვანე ხელში ვამშვიდებ ახლავე ვრეავ ბებასთან მეთქი დედამაც მიპასუხა ამასობაში და მართამ ჩასძახა დედა დედა (მოკლედ ჩემს დას ანუ დედამის, მე და დედაჩემს ანუ ბებიამისს სამივეს დედას გვეძახის ჰაჰა) მოვდივარ ხაჭაპურების საყიდლად გავედიო დაამშვიდა ბება-დედამ... ამის გაგონებაზე ტაშის დაკვრა და ნიამ ნიამის ძახილს უფრო მოუმატა... მეც უფრო მომშივდა... და ახლა ვფიქრობ ჩემს ასაკში ადამიანს არ უნდა მცოდნოდა თუნდაც კვერცხის შეწვა? უნდაც მაცივრიდან არაჟნის გამოტანა და მაგიდაზე დადგმა? თუნდაც თეფშების დაწყობა? ან სულ კიტრის და პომიდვრის დაჭრა და სალათის მომზადება? რა მეშველება დედის გარეშე?! არც არაფერი!!! ჰოდა მოკლედ მე დედიკოს დიდი ბავშვი ვარ!!! ჩემს მეორე ნახევრს კი მინდა ვუთხრა რომ ის იდეალური მზარეული უნდა იყოს და ჩემს დედიკოზე მეტად მზრუნველი ქმარი და ჩვენი შვილებისთვის გადამკვდარი მამა! სხვა შემთხვვაში არ გავთხოვდები", - წერს დეა ადამია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100