სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კავკასიურმა ნაგაზმა მესაზღვრე დაკბინა

კავკასიურმა ნაგაზმა, რომელიც ეზოში 25 წლის მამაკაცს დაათრევდა, სამი კორპუსის მცხოვრებლები შოკში ჩააგდო - რამდენიმე საათის განმავლობაში ხალხი სახლებში იყო შეკეტილი და გარეთ არ გამოდიოდა. როგორც „ლაიფნიუსი“ იუწყება, შემთხვევა ქალაქ სვეტოგორტსკში მოხდა, სადაც დღეს დილით, კერძო სექტორიდან ქუჩაში გამოვარდნილმა ძაღლმა ჯერ მეზობელს უკბინა, შემდეგ კი სამსახურში მიმავალ, 25 წლის მესაზღვრეს, მიხეილ ბ.-ს დაესხა თავს.

მესაზღვრემ გონს მოსვლა ვერ მოასწრო, რომ ნაგაზი ფეხში ეცა, წააქცია, კბილები მარცხენა ფეხში ჩაავლო და პირველი სადარბაზოდან, საიდანაც მამაკაცი გამოვიდა, მეოთხე სადარბაზომდე მიათრია. ამის შემდეგ გაავებული ძაღლი გასისხლიანებულ მსხვერპლს შეეშვა და 9 წლის გოგონასკენ გადაინაცვლა, მაგრამ დედამისმა დროულად მოასწრო ბავშვის გადამალვა სადარბაზოში.

„ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოგვიძახა“, - ამბობს უბნის რწმუნებული, - „როცა მივედით, ნაგაზი საბავშვო მოედანზე იჯდა. კიდევ კარგი, წვიმა მოდიოდა და ბავშვები არ იყვნენ. ეშმაკური ხერხების გამოყენება დაგვჭირდა, რომ ძაღლი უსაფრთხო ადგილას გაგვეტყუებინა - დასახლებულ ადგილას სროლას ვერ დავიწყებდით“.

პოლიციელებმა ნაგაზი გზატკეცილისკენ გაიტყუეს და როცა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით აღმოჩნდნენ, რამდენჯერმე ესროლეს და მოკლეს. როგორც გაირკვა, კავკასიური ნაგაზის პატრონი, კარგა ხანია, ფინეთში ცხოვრობს და რუსეთში იშვიათად ჩადის. ვის ევალებოდა ამ ხნის მანძილზე ძაღლის მოვლა-პატრონობა, გამოძიება გაარკვევს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100