ცოტნე გამსახურდიას ადრინდელი განაჩენი უცვლელი დარჩა

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსდახურდიას საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვა.

ამის შესახებ "პირWელს" გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა.

"სააპელაციო სასამართლოს პალატის სამმა მოსამართლემ ხელისუფლების დაკვეთა შესანიშნავად შეასრულა და საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. პროცესის დასრულების შემდეგ კი, რაც ჩემთვის ყველაზე მეტად ამაზრზენი იყო, მოსამართლე მზია ლომთათიძემ დარბაზი სიცილ-ხარხარით დატოვა",- განუცხადა "პირWელს" ბექაურმა.

მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთთვიან ლეგიტიმურ ვადაში უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი სასჯელს ამჟამად მკვლელობის მცდელობისთვის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სახელმწიფო მოხელის მოქრთამვის მცდელობისთვის იხდის.
ქართულმა მართლმსაჯულებამ მას თავისუფლების 14 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.

გარდა ამისა, ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ საქმე კიდევ ორი - სსსკ-ის 314-315 მუხლებით არის აღძრული, რაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის.

კომენტარი