სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოტია იოსელიანს დღეს გელათის ტაძარში დაასვენებენ

ქართველ მწერალს, ოტია იოსელიანის დღეს გელათის ტაძარში დაასვენებენ .

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს მწერალთა კავშირის" თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა განუცხადა, მწერალს დღის მეორე ნახევარში, მშობლიური სოფელ გვიშტიბიდან გამოასვენებენ და გელათის სამონასტრო კომპლექსში გადაასვენებენ.

სამშაბათს, 14.00 საათზე კი, გელათში პატრიარქის ჩასვლა იგეგმება. მწერლის გამოსვენება სამშაბათს, 15.00 საათზე, სწორედ გელათის ტაძრიდან მოხდება.

ოტია იოსელიანს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში, საკუთარი სახლის ეზოში დაკრძალავენ. ოჯახმა ასეთი გადაწყვეტილება მწერლის ანდერძის საფუძველზე მიიღო.
მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოტია იოსელიანი 81 წლის ასაკში, 14 ივლისს გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100