სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთში მუფტის მკვლელობას ჩქმალავენ?

ოკუპირებული აფხაზეთის მუსულმათა სასულიერო სამმართველოს მთავარი მუფტის ადილ გაბლიას გარდაცვალების ფაქტის შესახებ ცოტა ხნის უკან გახდა ცნობილი. ამის შესახებ საზოგადოებამ გაიგო მხოლოდ მაშ შემდეგ, რაც აფხაზეტის მარიონეტული რეჟიმის "პრემიერ-მინისტრის" სერგეი შამბას სამძიმარის წერილი გამოქვეყნდა. თვითონ გარდაცვალების ფაქტის შესახებ არსად არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა შამბას წერილის გამოქვეყნების შემდეგაც კი არავინ უწყის სინამდვილეში რა მოხდა.

წინა დღეებში გაზეთ "რესპუბლიკა აბხაზია"-ში გაბლიას შესახებ აფხაზეთის "ეროვნული" ბიბლიოთეკის თანამშრომლის თემურ ნანბას წერილი გამოქვეყნდა. მას შემდეგ რაც მუფტის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი უკვე ერთი თვე გავიდა და მას მხოლოდ აქა თუ იქ იხსენებენ. საინტერესოა ვის დასჭირდა ამ ეტაპზე გაბლიას გახსენება, როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ არავის სიტყვაც კი არ დაუძრავს.

წრილში ვკითხულობთ: "ჯანმრთელობის გაუარებასთან დაკავშირებით, ადილ გაბლია, რომელმაც ადრე გულზე ოპერაცია გადაიტანა, გაყვანილი იქნა თურქეთის რესუბკიაში და მოთავსებული იქნა სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში. ადილ გაბლია, რომელიც ათ წელიწადზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო სამმართველოს, 80 წლის ასაკში 26 ივნისს გარდაიცვალა და დაკრძალული იქნა თურქეთის ჯუზდას რაიონის სოფელ გუმმაში საოჯახო სასაფლოზე".

ერთი ფაქტის გამონაკლისის გარდა ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც არის დაწერილი. ჯერ კიდევ 30 მარტს გავრცელებული იყო ინფორმაცია გაბლიას მოწამვლის შესახებ. მისი მეუღლე სოჭის საავადმყოფოში სწორედ მოწამვლის გამო გარდაიცვალა. თვითონ გაბლია სამკურნალოდ თურქეთში იქნა გადაყვანილი. იმავე პერიოდში აფხაზეთში გარდაიცვალა კიდევ ერთი მუსულმანი სასულიერო მოღვაწე. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიკვდილი ნარკოტიკების მოხმარებას დაუკავშირეს, ამისი აფხაზეთში არავის სჯერა. მაშ რა მოუვიდა სინამდვილეში გაბლიას?

უპრიანი იქნებოდა გაბლიას სიკვდილის განხილვა აფხაზეთში ბოლო პერიოდში მუსულმან სასულიერო პირებზე გახშირებული თავდასხმების ჭრილში მომხდარიყო. ჩვენ არ დავიწყებთ ამ ფაქტების სრული სიის ჩამოთვლას, მაგრამ ფაქტია, რომ მათზე თავდასხმები მიზანმიმართულად ხორციელდებოდა. მაშ ვის დასჭირდა გაბლიას 80 წლის ასაკის გათვალისწინებით მისი სიკვდილი გულის შეტევასთან დაეკავშირებინა?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100