სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შენ რაღა დაგემართა კახი" - ნახეთ რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი კახი კალაძეზე

ნანუკა ჟორჟოლიანი "არჩევნები 2016"-ის გუშინდელ გადაცემას ეხამურება, რომელშიც სტუმრად კახი კალაძე იყო. თეა ადეიშვილის კითხვამ კალაძის გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც ჟურნალისტს არაკორექტულად მიმართა.


"შენ რაღა დაგემართა კახი. შენ მაინც იცოდი, რომ ქალებს არ ეუბნებიან სარკეში ჩაიხედე რას გევხარო?! როგორ მოახერხე მანანა კობახიძის და ბესელიას ამომრჩევლის აპლოდისმენტების დამსახურება ამ მილანელმა და ჯიგარმა ბიჭმა, რომელსაც კი გაგიტრაკეთ ორი ავტოგოლით, მაგრამ ყველაზე დიდი ფეხბურთი ითამაშე. მეგონა ქოცებისგან ბევრი რამით განსხვავდებოდი ....! და მინდა მეგონოს კიდეც.. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნეგატიურ კონტექსტში გახსენებს ბოლო პერიოდია, შენგან გამიკვირდა
გუშინდელი ეთერი. კვირიკაშვილი ასე არ მოიქცეოდა და მაგიტომაც არ იდგა სტუდიაში.

მთავრობები მიდიან, მოდიან, გარბიან, ზიან.... ერთადერთი რაც უცვლელი რჩება ქვეყანაა და მასში ერთად ცხოვრება არავის არ უნდა გაგვიტყდეს!

თეა ამაყად შეგიძლია სარკეში ჩაიხედო. შეიძლება არ ხარ 90-60-90 პარამეტრების, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. სარკე ხანდახან შინაგან სილამაზესაც აჩვენებს და მაგ ნაწილში უნაკლო ხარ" - წერს ჟურნალისტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100