სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინგა გრიგოლია: "არსადაც არ მივდივარ!.."

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ინგა გრიგოლია პარტიიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც "პირWელს" გრიგოლიამ განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი პარტიიდან მოსალოდნელი წამოსვლის მიზეზი ლიდერებთან უთანხმოებაა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ერთი სიტყვით შემიძლია, გითხრათ: ასე არ არის", - განაცხადა გრიგოლიამ.

ცნობისთვის: კულუარული ინფორმაციით, "ქრისტიან-დემოკრატებს" ინგა გრიგოლიას "ზედმეტად ოპოზიციური განცხადებები" არ ხიბლავთ, რის გამოც პარტიაში მასთან უთანხმოება წარმოიშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის საფუძველზე გრიგოლიამ პარტიის დატოვება და ჟურნალისტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა. ასევე კულუარული ინფორმაციით, გრიგოლიას სამსახური "პირველ არხზე" შესთავაზეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100