ჯონ ბასი: შს მინისტრის შეხვედრა ჟურნალისტებთან პოზიტიური მოვლენაა

საქართველოში აშშ–ის ელჩი, ჯონ ბასი ამბობს, რომ ნებისმიერი შემთხვევა, როცა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება, პოზიტიური მოვლენაა.

„არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ერთი შეხედვით ყველა პრობლემა მოგვარდება და ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება, მაგრამ თავისთავად ის, რომ შეხვედრა შედგა, უკვე პოზიტიური ფაქტია“, – განაცხადა ჯონ ბასმა.

„მნიშვნელობა არა აქვს, რას ვფიქრობ მე ამ შეხვედრაზე, მთავარია, რას ფიქრობს საზოგადოება“, – დაამატა ამერიკელმა დიპლომატმა.

კომენტარი