სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ია ანთაძე: მინისტრმა მიანიშნა, რომ გამოძიების ინტერესი მხოლოდ ფოტოგრაფებით არ შემოიფარგლება

მედიაექსპერტ ია ანთაძის განცხადებით, შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაკავებული ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ეს საქმის გამოძიებას ხელს სერიოზულად შეუშლის.

როგორც ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლებაზე მინისტრისგან კატეგორიული უარი მიიღეს, ამასთან, მერაბიშვილმა განმარტა, რომ "ეს საქმის გამოძიებას ხელს სერიოზულად შეუშლის".

"მათ აინტერესებთ ქსელები. ამიტომ უარს აცხადებენ ჩვენი კოლეგების განთავისუფლებაზე. შეხვედრის დროს იყო მინიშნებები, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მათი ინტერესი დაკავებული ფოტოგრაფებით არ შემოიფარგლება და სხვა პირებიც აინტერესებთ, თუმცა ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები თუ სხვა ქვეყნის, ჩემთვის უცნობია", - აღიშნა ანთაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100