სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოში 111 დღის სამყოფი სასურსათო მარაგია

გაეროსთან არსებული სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგნიზაცია გამოდის ინიციატივით, პლანეტაზე შეიქმნას სასურსათო მარაგების შენახვის ეფექტური და კორუფციისგან “სუფთა” სქემა. ამის მიზეზი სასურსათო საკითხში არსებული კრიზისული ვითარებაა.

ორგანიზაციის მონაცემებით, 7 მილიარდი ადამიანის გამოკვება ტიტანურ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა ორმა მოუსავლიანმა წელმა (2007-2008) შედეგად მოგვცა ის, რომ შიმშილით გარდაიცვალა ათეულობით მილიონი ადამიანი, ასობით მილიონი კი შიმშილისა და სიღარიბისთვისაა განწირული. მიუხედავად ამისა, მაინც არ არსებობს კოორდინირებული გლობალური სისტემა რეზერვების ეფექტური მართვისათვის, რომელიც კრიზიულ პერიოდებში ამოქმედდება.

მოცემული მომენტისათვის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგნიზაციის მონაცემებით, ხორბლის მსოფლიო მარაგი 493,9 მილიონ ტონას შეადგენს. ეს მაჩვენებელი დადებითად გამოიყურება მსოფლიო წარმოებასთან შედარებით, რომელიც 2314,9 მილიონ ტონას აღწევს. მაგრამ თუ 2002 წლის მარაგი შეადგენდა ხორბლის პლანეტარული მოხმარების 29,9%, დღეს ეს შეფარდება 21%-მდე დაეცა. მართალია, ჩინეთში, ინდოეთში, ბრაზილიაში, კანადასა და მალავიში არსებობს “ანტიკრიზისული რეზერვები” და 35 ქვეყანამ, მათ შორის Bბურკინა-ფასომ, კამბოჯამ, კამერუნმა, ეთიოპიამ, კენიამ, ნიგერიამ, პაკისტანმა და სენეგალმა 2007-2008 წლებში ისარგებლეს ასეთი მარაგებით, მაგრამ ეს სიტუაციას არ შველის. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ რეგიონალურ დონეზე შეიქმნას ეფექტური და არაკორუმპირებული მარაგთა სისტემები, რომელბიც თავის მხრივ, კრიზისულ ვითარებაში ურთიერთქმედებას მოახდენენ.

კომენტარი