სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში სინაგოგის დაწვა სცადეს

ოთხმა დაუდგენელმა პირმა, შუაღამისას, შუა მოსკოვში სინაგოგა დარკეი შალომის დაწვა სცადა. ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებს სამართალდამცველი ორგანოებიდან აცნობეს. „00:40 საათზე ოთხმა ახალგაზრდამ, რომლებსაც სახეზე ნიღბები ეკეთათ, სინაგოგას ფეთქებადი ნივთიერებით სავსე ბოთლი ესროლეს, რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ,“ – განაცხადა ინფორმატორმა.

ცეცხლი სინაგოგის დაცვამ და შემთხვევის ადგილზე დროულად მისულმა სახანძრო ბრიგადამ ჩააქრო. ადგილზე მალე პოლიციაც მივიდა. დედაქალაქის პოლიციას სინაგოგის დაწვის მცდელობა, უბრალო ხულიგნობა ჰგონია. უცნობი ოთხეულის წინააღმდეგ საქმე „ხულიგნობის“ მუხლით არის აღძრული და მათზე ძებნაა გამოცხადებული.

მოსკოვის ებრაული საზოგადოება სინაგოგაზე თავდამსხმებლის მკაცრად დასჯას მოითხოვს. „მრავალეთნიკურ მოსკოვში არ უნდა ჰქონდეს ქსენოფობიას ადგილი და ამ ეპიდემიის შეჩერება, მხოლოდ მკაცრი ზომების მიღებით არის შესაძლებელი,“ აცხადებენ ებრაელები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100