სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კასპთან სატვირთო ვაგონები ლიანდაგიდან გადავარდა

უკვე აღდგენილია სარკინიგზო მოძრაობა კასპთან, სადაც გუშინ საღამოს სარკინიგზო ავარია მოხდა. ცარიელი სატვირთო შემადგენლობის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა, რამაც მიმართულებაზე სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტა გამოიწვია. ადგილზე სპეციალისტები მუშაობდნენ, რის შედეგადაც მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგა. ჯერ კიდევ დაზიანებულია რკინიგზის დაახლოებით ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობაა.

შემადგენლობა აზერბაიჯანულ ფირმას ეკუთვნის. ვაგონები საწვავისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ რადგან შემადგენლობა ბაქოში დასატვირთად მიემართებოდა, ვაგონები ცარიელი იყო. სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100