სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ობამა Online: Facebook-ის შემდეგ, ამჯერად Twitter-ში

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ონლაინ-პრესკონფერენცია ამჯერად სოციალურ ქსელ Twitter-ში მოაწყო და იგი მთლიანად ეკონომიკურ საკითხებს მიუძღვნა. თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ თუ კონგრესი არ დათანხმდება სახელმწიფოს მიერ აღებული სესხის ლიმიტის გაზრდას, ქვეყანას გარდაუვალი რეცესია ემუქრება. „შედეგები, შესაძლოა, ძალზე სავალალო აღმჩნდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიტუაციის სტაბილიზებას შევძლებ“, - აღნიშნა აშშ-ის პირველმა პირმა.

დაახლოებით ერთსაათიანი ონლაინ-პრესკონფერენციის დროს ბარაკ ობამამ უძრავი ქონების, ინვესტიციების, ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ კითხვებს უპასუხა. ობამამ თქვა, რომ მისი ადმიბნისტრაცია ქვეყნის რეფორმირებაზეა ორიენტირებული და არა ინვესტიციების მოზიდვაზე. მისივე თქმით, ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ ამ კუთხით უფრო ეფექტურად იმუშავა, ვიდრე მისმა წინამორბედმა.

სპეციალურად ობამას ონლაინ-პკ-სთვის სოციალურ ქსელ Twitter-ზე ახალი მიკრობლოგი შეიქმნა, სადაც შეტყობინებაზე შეზღუდვა (მნხოლოდ 140 სიმბოლო) მოხსნილი იყო. შეკითხვების დასმა ნებისმიერ რეგისტრირებულ მსურველს შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამას უკვე აქვს მსგავის ონლაინ-პრესკონფერენციის გამართვის გამოცდილება. მაგალითად, ის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი და სახელმწიფოს მეთაური იყო, რომელმაც საკუთარი მოსახლეობის შეკითხვებს სოციალურ ქსელ Facebook-ზე, საკუთარი პროფილის გვერდზე უპასუხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100